Sunday, November 12, 2017

ცივი წყლის ბისკვიტი

ჩემს მაკას გამოვუცხე დაბადების დღისთვის,😍😍😍გამოვიდა ფუმფულა და უგემრიელესი,ბისკვიტი Lela Beqauri -ის ცივი წყლით,მადლობა Maka Demetrashvili-ს დახმარებისთვის..😘😘😘რეცეპტი:12 კვ.ცილას დავუმატე 12 ს.კ.მაცივრის წყალი,ავთქვიფე ღრუბელივით+18 ს.კ.შაქარი ნელ-ნელა დავამატე +კვერცხის გულები მივიყვანე გათეთრებამდე და ხელის ნელი მოძრაობით შევაზილე 18ს.კ. ფქვილი (''მადლი''ძალიან მომწონს)გამოვაცხე გაზის ზემოდან,გამანაწილებელზე,30 დიამეტრის ფორმაში,სიმაღლე გამოვიდა 9 სმ...ფენებს შუა კრემი:ლიტრა ნახევარ რძეში გავხსენი წინასწარ არეული ერთმანეთში 2 ჭიქა ნახევარი ფქვილი და 2 ჭიქა ნახევარი შაქარი მოვადუღე ფაფა,ცხელსვე ჩავაყარე ერთი ვანილი,გადავიტანე სხვა ჭურჭელში დავაფარე ცელოფანი და გავაგრილე ოთახის ტემპერატურაზე,უკვე შეგრილებული შევათქვიფე თითო კოვზობით 350 გრ.კარაქში არეულ მოსახარშ მალაკოს...შენახული მარწყვი დავაბლენდერე შაქართან ერთად და წავუსვი ფენებს,ზემოდან კრემი,და ასე ავაწყე...ტორტი გარედან მოვრთე 500 გრ.ნაღები ავთქვიფე და დავამატე 3ს,კ შაქრის პუდრა ვთქვიფე სანამ მყარი მასა არ მივიღე...გვირილები ვიყიდე,ჭიამაიები კი გავაკეთე მარციპანით...🐞🐞🐞სურათში იმდენად არ ჩანს,ძალიან ლამაზი და გემრიელი იყო..🙂🙂🙂

No comments:

Post a Comment

ცომი ხაჭაპურის #ცომი

 Kvelas gilotsavt dgevamdel dges.მრავალწლოვანი გამოცდილებით დავრწმუნდი,რომ ყველაზე საუკეთესო ცომია,რა თქმა უნდა ჩემი პრაქტიკით მომზადებული დ...