Kvelas gilotsavt dgevamdel dges.მრავალწლოვანი გამოცდილებით დავრწმუნდი,რომ ყველაზე საუკეთესო ცომია,რა თქმა უნდა ჩემი პრაქტიკით მომზადებული და დატესტილი ბევრჯერ,მინდა გაგიზიაროთ,შეგიძლიათ ნახევარი გადინჯოთ,მზადდება ყველანაირი ხაჭაპური,ასევე აჭარული,პირადად სხვა ცომს ვეღარ ვეგუები.
ამით გამოდის ,30 ც ღვეზელის ფორმის,დიდი მრგვალი ხაჭაპური 4ცალი,სინჯეთ მოგეწონებათ.
🇬🇪აჭარული ხაჭაპური
🌹 ცომის მოსამზადებლად საჭიროა
👇
🌹ცომისთვის საჭირო პროდუქტები
200მლ მაწონი
200მლ რძე
1კვერცხი
100გრ კარაქი
3ს/კ ზეთი
1ცალი გაფხვიერებელი
100მლ თბილი წყალი
1ს/კ შაქარი
7გრამი საფუარი
1ჩ/კ მარილი
1კგ პურის ფქვილი(ან ცოტა მეტი.
🌹ცომის მომზადება
მაწონი+კვერცხი+გამაფხვიერებელი,გავაერთიანოთ და დავაყენოთ.
რძე+თბილი წყალი+საფუარი+შაქარი+პურის ფქვილი იმდენი,რამდენიც არაჟნის სისქეს მიცემს მასას. გადავაფაროთ და დავაყენოთ 10 წუთი.
როცა რძიანი მასა გააქტიურდა,ვათავსებთ მასში მაწვნიან მასას,ვამატებთ გამდნარ კარაქს,ზეთს,მარილს და ვზელთ ცომს.
ცომს ხანგრძლივად ჭირდება მოზელაც და დაბერტყებაც,დაბერტება აუცილებელია.
გადავაფარებთ ჩაჩხვლეტილ ცელოფანს და დაველოდებით ცომის ამოსვლას ამოსვლას.
ორჯერ უნდა ამოვიდეს და ამის შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ ან მაცივარში შევინახოთ.
ცომი მზად არის გამოსაყენებლად.
ინგა მოდებაძე.
No comments:
Post a Comment