ფხვიერი ცომი (ტკბილი ტარტებისთვის. ფრანგული რეცეპტი)
მანანიკო რობერტისგან

საჭირო მასალა:
250 გრ. ფქვილი;
125 გრ. კარაქი;
1 ჩ.კ. მარილი (მე 1/4 ჩ.კ გამოვიყენე);
1 ჩ.კ. შაქრის ფხვნილი;
1 კვერცხის გული;
40 მლ. წყალი (1/2 ჭიქამდე).
მომზადების წესი:
დავყაროთ ფქვილი სამზარეულოს ფიცარზე. დავაჭრათ შერბილებული კარაქი და დავკეპოთ ან შევაზილოთ ხელით. შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება.
კვერცხის გული, შაქრის ფხვნილი და მარილი ავთქვიფოთ ცალკე და ჩავასხათ ფქვილისა და კარაქის მასის შუაში.
ცომი დავამუშაოთ ხელით, წყალი ვუმატოთ საჭიროების მიხედვით. მივცეთ რულეტის ფორმა, გადავახვიოთ სამზარეულოს ცელოფანში და მოვათავსოთ საყინულეში 10 წთ.
ცომი გავაბრტყელოთ პერგამენტზე, ჩავაფინოთ 25 სმ. დიამეტრის ფორმაში და დავჩხვლიტოთ ჩანგლით.
ვისაც დიეტური გინდათ ან ქოლესტოროლი გაქვთ მაღალი იმისთვის აქვე დავწერ....... 200 გრ ფქვილი, შეიძლება ინტეგრირებულიც....1 კვერცხი, 70გრ ლერწმის შაქარი ან ჩვეულებრივი, 70 გრ ზეითუნის ზეთი ან ნებისმიერი, 10 გრ გამაფხვიერებელი ან სოდა. აურიეთ კარგად ფქვილი და ზეთი... ცალკე კვერცხი, შაქარი, სოდა და მწიკვი მარილი და მოზილეთ ცომი, თუ დაწირდება ცომს შეამატეთ წყალი..........შეგიძლიათ გულსართად გამოიყენოთ კრემიც და ჯემიც. იგივე ცომს თუ გააბრტყელებთ და დაჭრით ფორმებად, გამოდის ,,პეჩენიებიც“