Thursday, June 1, 2017

კლასიკური ტორტის ბისკვიტი




დიამეტრი 22-23 სმ. სიმაღლე 8სმ
6ც კვერცხი
200გრ შაქარი
200გრ ფქვილი 
ფორმა 24 სმ დიამეტრის..
კვერცხის ცილა ათქვიფეთ ღრუბლისებრი მასის მიღებამდე, ნელნელა დაუმატეთ 100 გრ შაქარი, თქვიფეთ მანამ, სანამ კარგად არ გამყარდება... ცალკე კვერცზის გულებით და დარჩენილი 100გრ შაქრით გააკეთეთ გოგლი-მოგლი, კარგად გათქვიფეთ, უნდა მიიღოთ მოთეთრო ფაფუკი მასა.. შემდეგ უკვე მზა ბეზე და გოგლი-მოგლი გადაურიეთ ერთმანეთს ხის ან სილიკონის კოვზით. ჩააცერით ფქვილი და ესეც ამოურიეთ ხის ან სილიკონის კოვზით. ღუმელი გააცზელეთ წინასწარ 160-170გრადუსზე, ეს დამოკიდებულია თქვენს ღუმელზე, თუ ასწრაფევს ძალიან 160ზე მაღალი არ უნდა. მასა საკმაოდ სქელი გამოდის, ჩაასხით ფორმაში, დააკაკუნეთ კარგად მაგიდაზე რათა ამოვიდეს ზედმეტი ჰაერი და შეაბრძაბეთ გამოსაცხობად, 35-40 წუთის მერე ცოტათი გააღეთ კარი შეამოწმეთ ხის ჩხირით.. 


კრემი: 
3ც კვერცხს დაუმატეთ 100 გრ შაქარი, თქვიფეთ მანამ, სანამ კარგად არ გათეთრდება, დაუმატეთ ერთი ჭიქა რძე ( სულ გვჭირდება 1 ლ), 4სკ სიმინდის სახამებელი და 3სკ ფქვილი, შეგიძლიათ მხოლოდ ფქვილით გააკეთოთ, ათქვიფეთ კარგად და გახსენით დანარჩენ რძეში, დადგით საშუალო ცეცხლზე და ურიეთ გამუდმებით, რომ გასქელდება და დაიწყებს დუღილს, კვლავ 5 წუთი ურიეთ, დაუმატეთ ვანილი, გადაიტანეთ სხვა თასში და თავზე წაუსვით კარაქი, ასე არ გახმება, დაეოდეთ სრულად გაციებას ოთახის ტემპერატურაზე... ოთახის ტემპერატურის კარაქი ათქვიფეთ კარგად დაუმატეთ 1,5ქილა შესქელებული რძე, კარგად ათქვიფეთ და ნელნელა დაუმატეთ მოხარშული ფაფა ( მე ფაფას სანამ დავუნატებ ვთქვეფ მიქსერით და საცერზე ვატარებ, შემდეგ კარგად იხსნება კარაქში).. თქვიფეთ კრემი სანამ არ გახდება ერთიანი და ფუმფულა მასა, თუ აგეჭრათ დაუმატეთ 1 სკ ზეთი და გააგრძელეთ თქვეფა...
წინასწარ დავშაქრე მარწყვი, დავნამე ამ მარწყვის წვენით. მორთეთ სურვილის მიხედვით 


Image may contain: flower and food

No comments:

Post a Comment

ცომი ხაჭაპურის #ცომი

 Kvelas gilotsavt dgevamdel dges.მრავალწლოვანი გამოცდილებით დავრწმუნდი,რომ ყველაზე საუკეთესო ცომია,რა თქმა უნდა ჩემი პრაქტიკით მომზადებული დ...