Saturday, October 19, 2024

ცომი ხაჭაპურის #ცომი

 Kvelas gilotsavt dgevamdel dges.მრავალწლოვანი გამოცდილებით დავრწმუნდი,რომ ყველაზე საუკეთესო ცომია,რა თქმა უნდა ჩემი პრაქტიკით მომზადებული და დატესტილი ბევრჯერ,მინდა გაგიზიაროთ,შეგიძლიათ ნახევარი გადინჯოთ,მზადდება ყველანაირი  ხაჭაპური,ასევე აჭარული,პირადად სხვა ცომს ვეღარ ვეგუები.

ამით გამოდის ,30 ც ღვეზელის ფორმის,დიდი მრგვალი ხაჭაპური 4ცალი,სინჯეთ მოგეწონებათ.

🇬🇪აჭარული ხაჭაპური


🌹 ცომის მოსამზადებლად საჭიროა

👇


🌹ცომისთვის საჭირო  პროდუქტები


200მლ მაწონი

200მლ რძე

1კვერცხი

100გრ კარაქი

3ს/კ ზეთი

1ცალი გაფხვიერებელი

100მლ თბილი წყალი

1ს/კ შაქარი

7გრამი საფუარი

1ჩ/კ  მარილი

1კგ პურის ფქვილი(ან ცოტა მეტი.


🌹ცომის მომზადება


მაწონი+კვერცხი+გამაფხვიერებელი,გავაერთიანოთ და დავაყენოთ.


რძე+თბილი წყალი+საფუარი+შაქარი+პურის ფქვილი იმდენი,რამდენიც არაჟნის სისქეს მიცემს მასას.  გადავაფაროთ და დავაყენოთ 10 წუთი.


როცა  რძიანი მასა გააქტიურდა,ვათავსებთ მასში მაწვნიან მასას,ვამატებთ გამდნარ კარაქს,ზეთს,მარილს და ვზელთ ცომს.


ცომს ხანგრძლივად ჭირდება მოზელაც და დაბერტყებაც,დაბერტება აუცილებელია.


გადავაფარებთ  ჩაჩხვლეტილ ცელოფანს და დაველოდებით ცომის ამოსვლას ამოსვლას.

ორჯერ უნდა ამოვიდეს და ამის შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ ან მაცივარში შევინახოთ.

 

ცომი მზად  არის გამოსაყენებლად.


ინგა  მოდებაძე.

Monday, July 31, 2023

ხორცის ჭამა ასაკობრივად #ხორცი

<21

red meat 4

fish 1

white meat 2 


21-35

red meat 3

fish 2

white meat 2 


35-40

red meat 2

fish 3

white meat 2 

>50


fish 3

white meat 2 

Friday, April 23, 2021

ქათმის ნაგეტსი

 მასალა:

სიმინდის სახამებელი
კვერცხი 1 ც
პაპრიკა
ფქვილი
შაქარი
პილპილი
წყალი ცოტა
ქათმის ფილე

ჩოფერში დავაჩოფეროთ ქათმის ფილე.
დავანატოთ კვერცხი+2ს.კ სიმინდის სახამებელი+შაქარი+პილპილი+პაპრიკა+წყალი

Friday, March 5, 2021

გაბრიაძის კაფეს ჩაი

ინგრედიენტები:


შავი ჩაი (125 მლ);


წითელი ღვინო მშრალი (75 მლ);


ფორთოხლის წვენი (65 მლ);


დაფქვილი დარიჩინი (1გრ);


შაქარი (8გრ);


ფორთოხალი (30 გრ);



მომზადების წესი:


ფორთოხალი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.


ქვაბში შეურიეთ ახლადმოდუღებული ჩაი, ღვინო, ფორთოხლის წვენი.


დაუმატეთ დარიჩინი, შაქარი და ფორთოხლის ნაჭრები.


მიიყვანეთ თითქმის ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.


ჩამოასხით ცეცხლგამძლე მინის ბოკლებში.


Sunday, April 7, 2019

ნიგვზიანი სიგარეტი #სიგარეტი #ხვეულა #ნიგვზიანი



 უგემრელესი ცომი და შიგთავსმაც გაამრთლა. თუმცა მე ნიგვზიანები არ მახარებს დიდად და სამომავლოდ ვფიქრობ ჯემით ვცადო

Tuesday, December 5, 2017

კრემი ტორტის

ე.ი გოგოებო იმდენად მომწონს ცხელი წყლის ბისკვიტი სულ ტორტი მინდა ვაკეთო.ეს პოსტი კი კრემს ეხება,პირველად ვცადე საღებავი და კარგი გამოვიდა,ამიტომ მინდა გაგიზიაროთ.
ბისკვიტი:8 კვერცხი გავთქვიფე ერი წუთი დავაყარე 400 გ შაქარი და კიდევ ვთქვიფე 5 წუთი,დავასხი იმ წამს ადუღებული 8 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი და გავაგრძელე თქვეფა 20წ,ჩავაცერი 400გ ფქვილი და ავურიე სილიკონის ჯოხით,ჩავასხი თბილ ფორმაში რომელსაც ძირზეც და გვერდებზეც ჩავუფინე "კალკა" და წავუსვი კარგად ცხიმი,ვაცხვე 130°ზე 1სთ და 15 წთ ქვედა წვაზე ბოლო 8წთ ჩავურთე ორივე მაღლაც და დაბლაც.გამოვრთე ორი წუთი კიდევ არ გავუღე კარი და შემდეგ გამოვიღე.
კრემი: 1 ლ რძე ავადუღე მანამდე გავამზადე 7ს.კ ფქვილი და 2 ჩ.ჭ შაქარი ავურიე ერთმანეთში კარგად როცა რძე ადუღდა ჩავყარე ნელა ნელა თან სათქვეფით ვურევდი შემდეგ ხის ჯოხით ვურევ მუდმივად 5-10 წთ.400 გ კარაქი ამოვიყვანე კარგად,ერთი უმი შედედებული რძე და უკვე კარგად გაგრილებული მოხარშული კრემი,თქვენ დაამატებთ სასურველ ფერს.სულ ესაა,მე ატმით გავაკეთე.მგონი ყველაფერი გასაგებად დავწერეე და დავიცავი ჯგუფის წესები 😀😘

Monday, November 13, 2017

ხორციანი ბლინი

8 კვერცხი 4,5 ჭ წყალი,3 ჭ ფქვილი, მარილი ცოტა. ზეთს ცომში არ ვუშვები, ტაფაზე ვუსვამ ხოლმე თითო წვეთს

ცომი ხაჭაპურის #ცომი

 Kvelas gilotsavt dgevamdel dges.მრავალწლოვანი გამოცდილებით დავრწმუნდი,რომ ყველაზე საუკეთესო ცომია,რა თქმა უნდა ჩემი პრაქტიკით მომზადებული დ...