Sunday, October 29, 2017

ნაღების მომზადება სახლში

მასალა:
 1/2ლიტრი რძე და 250გრ კარაქი
მომზადება
აიღეთ რძე 1/2 ლიტრი შეათბეთ და კარაქი 250გრ უქენით (რძე არ აადუღოთ მარტო გაათბეთ) კარაქი როცა კარგად გადნება მიქსერით ათქვიფეთ ისე რომ.აქაფთეს და მერე მაცივარში გააჩერეთ 24სთ და მერე შეგიძლიათ უკვე ათქვიფოთ ანუ მიიღებთ ნაღებს

ნაღებთან მუშაობისთვის რჩევები


ბეზეს კრემი ტორტის გარედან მოსართავად


მასალა:
4 კვერცხის ცილა
250 გრამი შაქარი
ლიმონმჟავა



125 გრ შაქრისგან და ცილისგან+მწიკვი ლიმონმჟავა+ გავაკეთოთ ბეზე, პარალელურად შაქრით მოვადუღოთ სიროფი(წყალი დავასხათ იმდენი,რომდაფაროს ჭურჭელში შაქარი. ვადუღოთ მანამ,სანამ ცივ წყალში ჩაწვეთების დროს არ გაკეთდება რბილი ბურთი) და ძალიან ნელა დავამატოთ ბეზეს მაღალ სიჩქარეზე თქვეფის დროს.




ცხელი წყლის ბისკვიტი (ტორტი)




მასალა:
6კვერცხი
6ს.კ ადუღებული (ცხელი) წყალი
300 გრ შაქარი
300 გრ ფქვილი


კვერცხი და შაქარი ვთქვიფოთ 1წთის განმავლობაში და შემდეგ დავუმატოთ ადუღებული (ცხელი) წყალი.გავაგრძელოთ თქვეფა 30წთის განმალობაში. შემდეგნელ-ნელა ჩავცრათ ფქვილი ისე,რომ ვურიოთ თანდათან ერთი მიმართულებით ძალიან ფრთხილად. ჩავასხათ 20-24 სმ დიამეტრის ფორმაში
გამოვაცხოთ დაბლა-მაღლა ჩართულ გაზქურაში 1 სთის განმავლობაში 160-170გრადუსზე. თუ გრილის ფუნქცია აქვს-მაშინ 150 გრადუსზე.








სომხური ქადა

6 ჭიქა ფქვილი 250 გრ მარგარინი 500-გრ მაწონი 1ჩ/კ სოდა ვანილი და მარილი გულსართი: 2 ჭიქა შაქარი, 2ჭიქა ფქვილი, 200 გრ კარაქი. ვანილი და ცოტა მარილი. ფქვილი და კარაქი გავაფხვიეროთ, დავამატოთ ვანილი, მარილი,მაწონში გახსნილი სოდა და მოვზილოთ ცომი, დავასვენოთ მაცივარში მინიმუმ ერთი საათი გულსართი: ფქვილი და კარაქი გავაფხვიეროთ ერთმანეთში , დავამატოთ შაქარი, ვანილი და მწიკვი მარილი, ცომიც და გულსართიც გავყავოთ ორ ნაწილად , გავაბრტყელოთ ცომი, დავაყაროთ გულსართი ,გადავახვიოთ რულეტივით და დავჭერათ სასურველ ზომებად, გადაუსვით კვერცხის გული და მაწონი ან რძე ერთმანეთში გადარეული და და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, გულში თუ ცოტა დარიჩინს აურევ ძალიან კარგია

ცომი ხაჭაპურის #ცომი

 Kvelas gilotsavt dgevamdel dges.მრავალწლოვანი გამოცდილებით დავრწმუნდი,რომ ყველაზე საუკეთესო ცომია,რა თქმა უნდა ჩემი პრაქტიკით მომზადებული დ...